ნათელაშვილს გაემიჯნენ
ნათელაშვილს გაემიჯნენ
"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური კომიტეტის 8 წევრიდან 6-მა პარტია დატოვა. მათ შორის არიან სოსო შატბერაშვილი, კახა ძაგანია, პაატა ჯიბლაძე და პარტიის სხვა ლიდერები. "ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა და, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება მოღალატე, დამღუპველი პოლიტიკოსების "ნაციონალური მოძრაობისგან" გამოყენება. "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური კომიტეტის უმრავლესობა ერთგული, მებრძოლი აქტივისტის პატივისცემის მიუხედავად, ვემიჯნებით თავმჯდომარეს და ვტოვებთ პარტიის რიგებს", - აღნიშნულია აწ უკვე ყოფილი "ლეიბორისტების" განცხადებაში (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

შოდა
12 მარტი 2013 02:09
აქ რა უნდა თქვა? ეს ხალხი კომენტარებს კი წერს, მაგრამ ეტყობა არ ფიქრობს! რაღაც ძალიან ცუდი ხდება ჩვენს თავს! შალვას ნაცებთან თანამშრომლობა, რაღაც აბსურდსა გავს!!!
შეიძლება ყველაფერი დააბრალოთ, მაგრამ ნაცებთან თანამშრომლობა?
-დაფიქრდით ხალხო!
ბარკა
04 თებერვალი 2013 22:47
ეჰ შალიკო, შალიკო... არაა პოლიტიკა შენი საქმე. წადი სოფელში და რამე სასარგებლო გააკეთე. ქართულ პოლიტიკაში მასხარები უშენოდაც მრავლადაა (ძირითადად საპარლამენტო უმცირესობაში)
shalikisti
04 თებერვალი 2013 19:46
ეჰ შალიკო,შალიკო ეს რა დაგემარტა? არა უშავს,ისწავლე ნაცებისაგან განახლების რეფორმა როგორ ჩაატარო და საპრეზიდენტო მზადება დაიწყე,ერტგულები შენტან ვარტ იციდე!

რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები