ნათელაშვილს გაემიჯნენ - კვირის პალიტრა

ნათელაშვილს გაემიჯნენ

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური კომიტეტის 8 წევრიდან 6-მა პარტია დატოვა. მათ შორის არიან სოსო შატბერაშვილი, კახა ძაგანია, პაატა ჯიბლაძე და პარტიის სხვა ლიდერები. "ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა და, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება მოღალატე, დამღუპველი პოლიტიკოსების "ნაციონალური მოძრაობისგან" გამოყენება. "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური კომიტეტის უმრავლესობა ერთგული, მებრძოლი აქტივისტის პატივისცემის მიუხედავად, ვემიჯნებით თავმჯდომარეს და ვტოვებთ პარტიის რიგებს", - აღნიშნულია აწ უკვე ყოფილი "ლეიბორისტების" განცხადებაში (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).