კურტანიძე სკანდალში გაეხვია
04-02-2013
კურტანიძე სკანდალში გაეხვია
ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა ორგანიზაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დაპირისპირების მიზეზი სახელფასო უწყისები იყო, რომლის მიხედვითაც, გამოცდილი მწვრთნელები ხელფასს ვეღარ აიღებდნენ. ყაზარაშვილის განცხადებით, კურტანიძე მისგან ამ უწყისებზე ხელმოწერას ითხოვდა და უარის მიღების შემდეგ, ჯერ ხელი დაარტყა, შემდეგ კი წიხლი ჩაარტყა. ლუკა კურტანიძე ცემაში მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილმაც დაადანაშაულა. კურტანიძემ ბრალდებები უარყო. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მომხდართან დაკავშირებით სპორტის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგ კურტანიძემ
განაცხადა, რომ ინციდენტი ამოწურულია (ვრცლად იხ. გვ. 42, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?