კეზერაშვილი ბრალდებულია - კვირის პალიტრა

კეზერაშვილი ბრალდებულია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და საფინანსო საქმიანობაში ჩადენილ დანაშაულში. გამოძიების ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის უფროსობისა და თავდაცვის მინისტრობის პერიოდში კეზერაშვილი მფარველობას უწევდა სპირტის შემოტანის უკანონო ბიზნესს და ქრთამად დიდ თანხებს იღებდა. ქრთამის ოდენობა პერმანენტულად იზრდებოდა. თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი კეზერაშვილი უშუალოდ ჩაუდგა სათავეში ორგანიზებულ ჯგუფს, გავლენას ახდენდა საბაჟოზე და ხელმძღვანელობდა საქართველოში კონტრაბანდული სპირტის შემოტანას. გამოძიების ცნობით, სახელმწიფომ 49.392.341 ლარი იზარალა, თავად კეზერაშვილმა კი უკანონო შემოსავლის სახით 12.334.683 აშშ დოლარი მიიღო (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).