უგულავა დაჰკითხეს
04-02-2013
უგულავა დაჰკითხეს
თბილისის ბიუჯეტიდან 5.245.945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2009 წლის 31 დეკემბერს მერიის "თბილსერვისჯგუფში" ფორმალურად შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც 2 წლის განმავლობაში ფიქციურად დასაქმდა "ნაციონალების" 764 კოორდინატორი. მათ ხელფასის სახით 5.245.945 ლარი დაერიცხათ. არსებული ინფორმაციით, "თბილსერვისჯგუფში" ალპინისტ-დამგველებად "თეატრალურის კვარტეტის" წევრები იყვნენ გაფორმებული და ხელფასის სახით 71.338 ლარი აიღეს. გამოძიების დაწყებას გიგი უგულავამ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა უწოდა. "დიახ, ეს ადამიანები მუშაობდნენ "თბილსერვისჯგუფში" მაშინ, როდესაც
ბუნკერების გაუქმება ხდებოდა. ამას კი სჭირდებოდა კომუნიკაცია, რასაც აკეთებდა უამრავი ადამიანი", - განაცხადა უგულავამ.
გამოძიებამ უგულავა დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა მან გამოცხადებაზე უარი თქვა და მერიაში მოითხოვა გამომძიებლების მისვლა. პროკურორმა და გამომძიებელმა უგულავა მერიაში დაჰკითხეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

levan
10 თებერვალი 2013 18:42
ეს მგონი სააკაშვილზე უფრო მეტად ნაძირალა კოფილა. ვირის აბანო, აი რა გინდა შენ
madlieri
04 თებერვალი 2013 19:56
კაცი ქალაქის სისუფტავისტვის ზრუნავდა და ამატ ვერ გაუგიატ.სულ სიმღერიტ არ იცლებოდა ნაგვის ბუნკერები,ესე მალე დაგავიწყდატ?

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?