"ნაციონალები" ძალა აღარ არიან
04-02-2013
"ნაციონალები" ძალა აღარ არიან
საქართველოს პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან მალე დარწმუნდება, რომ ის ძალას აღარ წარმოადგენს. მისი თქმით, რეგიონებში "ქართული ოცნების" წევრებთან დაკავშირებული პროცესები "ნაციონალების" ინსპირირებულია. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და "ეროვნული ფორუმის" გაერთიანება აღარ იგეგმება. პრემიერის ცნობით, ამაზე უარი თავად "ეროვნულმა ფორუმმა" თქვა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის არ დაუშვებს, რომ კოალიცია ერთ პარტიად ჩამოყალიბდეს და შემდგომ არჩევნებში ერთ პარტიად მიიღოს მონაწილეობა. "ჩვენ აღარ უნდა მივიღოთ ერთპარტიული
მმართველობა, როგორც ადრე იყო. ის ძალები, რომელთაც დამოუკიდებლად არსებობა შეუძლიათ, უნდა იყვნენ დამოუკიდებელი", - განაცხადა ივანიშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?