წულუკიანი დაადანაშაულეს
"ნაციონალებმა" იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შერჩევითი სამართლის დამკვიდრების მცდელობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, თინათინ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს ვიდეომასალა წარუდგინა, რომლებშიც, მისი შეფასებით, კონკრეტული დანაშაულებია ასახული და ამას რეაგირება არ მოჰყოლია. კერძოდ, ვიდეომასალა ეხებოდა ლევან გაჩეჩილაძისა და ეკა ბერიძის შვილებს, ასევე ლუკა კურტანიძეს, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილს, ემზარ ივანიშვილს, რომელიც, ბოკუჩავას თქმით, პოლიციის მოსყიდვას ცდილობდა.
საპასუხოდ, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ძველი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არ არის.


nina
04 თებერვალი 2013 12:59
თინათინ ბოკუჩავას
თქვენს მიერ წარდგენილ ვიდეომასალაში არსებულმა დამნაშავეებმა უფრო დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს თუ თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ "შერჩევითი სამართლის" დამნაშავეებმა?

საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?