წულუკიანი დაადანაშაულეს - კვირის პალიტრა

წულუკიანი დაადანაშაულეს

"ნაციონალებმა" იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შერჩევითი სამართლის დამკვიდრების მცდელობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, თინათინ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს ვიდეომასალა წარუდგინა, რომლებშიც, მისი შეფასებით, კონკრეტული დანაშაულებია ასახული და ამას რეაგირება არ მოჰყოლია. კერძოდ, ვიდეომასალა ეხებოდა ლევან გაჩეჩილაძისა და ეკა ბერიძის შვილებს, ასევე ლუკა კურტანიძეს, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილს, ემზარ ივანიშვილს, რომელიც, ბოკუჩავას თქმით, პოლიციის მოსყიდვას ცდილობდა.

საპასუხოდ, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ძველი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არ არის.