კოალიცია არ დაიშლება
04-02-2013
კოალიცია არ დაიშლება
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რომლის შემდეგაც განაცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლის საშიშროება არ არსებობს. "ყველაფერი არის აბსოლუტურად ნორმალურად. ჩვენ ყველა საკითხზე გულწრფელად ვლაპარაკობთ როგორც კოალიციაში შემავალ პარტიებში, ისე მთავრობაში", - აღნიშნა ალასანიამ. შეხვედრას წინ უსწრებდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადება, რომელმაც "თავისუფალ დემოკრატებს" რაიონული ორგანიზაციებიდან ზოგიერთი წევრის გარიცხვის მოთხოვნით მიმართა. საქმე ეხება სხვადასხვა რაიონში "ქართული ოცნების" პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებისას მომხდარ ინციდენტებსა და ჩაშლილ კონფერენციებს,
სადაც დავით საგანელიძემ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და მათთან ერთად "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები "ამოიცნო".
"თავისუფალმა დემოკრატებმა" საკუთარი წევრების გადამოწმება უკვე დაიწყეს, რათა, სავარაუდოდ, შეგზავნილი აგენტები აღმოაჩინონ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?