ბუკიკიოს რჩევები - კვირის პალიტრა

ბუკიკიოს რჩევები

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ კანონს "ამნისტიის შესახებ" პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა და წუხილი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ დაელოდა. მან მთავრობას რეკომენდაციითაც მიმართა. კერძოდ, ბუკიკიომ აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა დამკვიდრდეს სამართლიანი კოჰაბიტაცია და ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შეასრულოს თავისი როლი - ოპოზიციას, უმრავლესობას, საზოგადოებასა და მედიას. მისივე თქმით, მთავრობამ დაწყებული რეფორმები უნდა განაგრძოს.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, სად უნდა იყოს პარლამენტი, დედაქალაქში თუ სხვა ქალაქში. მისი ცნობით, პარლამენტი და მთავრობა სხვადასხვა ქალაქში ჩილესა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაშია. ამასთან, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოს საგარეო კურსის კონსტიტუციით გარანტირების აუცილებლობას ვერ ხედავს, როგორც ამას "ნაციონალები" ითხოვენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).