სამართლიანობა აღდგება
"საზღვრები, რაც ღვთისმშობლისგან მოგვეცა, შეიძლება დღეს სხვა ქვეყნის საზღვრებში შედიოდეს, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება", - ბრძანა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას. მისი თქმით, ეს დრო შორს არ არის და მას ყველა თაობის ადამიანები მოესწრებიან.
"როგორც ძალიან ბევრს არ სჯეროდა, რომ ერი მძიმე სახადებისგან გათავისუფლდებოდა, ახლაც ბევრი ფიქრობს, როგორ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები, რომლებიც ცოტა ხნის წინ თუ წინა საუკუნეებში წაიღეს ჩვენგან. თუ ვიქნებით ისევ ერთად, როგორც ვიყავით,
ნახავთ, როგორ დაგვიბრუნებს უფალი იმას, რაც თვითონ მოგვცა, ხოლო შემდეგ უღირსი საქციელის გამო სხვისი ხელით წაგვართვა. ამის დროც მალე დადგება. უწმინდესი რუსეთში ბრძანდებოდა. ერთი ჩასვლით უცაბედი გადაწყვეტილებები არ მიიღება, მაგრამ რაც ღმერთს შეუძლია, არ შეუძლია არც ერთ ადამიანს", - ბრძანა მეუფე იაკობმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები