სამართლიანობა აღდგება - კვირის პალიტრა

სამართლიანობა აღდგება

"საზღვრები, რაც ღვთისმშობლისგან მოგვეცა, შეიძლება დღეს სხვა ქვეყნის საზღვრებში შედიოდეს, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება", - ბრძანა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას. მისი თქმით, ეს დრო შორს არ არის და მას ყველა თაობის ადამიანები მოესწრებიან.

"როგორც ძალიან ბევრს არ სჯეროდა, რომ ერი მძიმე სახადებისგან გათავისუფლდებოდა, ახლაც ბევრი ფიქრობს, როგორ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები, რომლებიც ცოტა ხნის წინ თუ წინა საუკუნეებში წაიღეს ჩვენგან. თუ ვიქნებით ისევ ერთად, როგორც ვიყავით, ნახავთ, როგორ დაგვიბრუნებს უფალი იმას, რაც თვითონ მოგვცა, ხოლო შემდეგ უღირსი საქციელის გამო სხვისი ხელით წაგვართვა. ამის დროც მალე დადგება. უწმინდესი რუსეთში ბრძანდებოდა. ერთი ჩასვლით უცაბედი გადაწყვეტილებები არ მიიღება, მაგრამ რაც ღმერთს შეუძლია, არ შეუძლია არც ერთ ადამიანს", - ბრძანა მეუფე იაკობმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).