23 ნოემბრისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციები 10 დეკემბერს გაიმართება - კვირის პალიტრა

23 ნოემბრისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციები 10 დეკემბერს გაიმართება

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 23 ნოემბერს დაგეგმილი მორიგი საპროტესტო აქცია 10 დეკემბრისთვის - ადამიანის უფლებათა

დაცვის საერთაშორისო დღისთვის გადაიდო.

"ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, თბილისის მერიამ აქციის ჩატარების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების განაცხადს უარით უპასუხა. უარის მოტივი გიორგობის დღესასწაული ყოფილა. - ''მერიიდან გვაცნობეს, რომ ამ დღეს აღინიშნება ''გიორგობა'' და იქნება ხალხმრავლობა, ასევე სხვა სამოქალაქო ღონისძიებებია დაგეგმილიო. თუმცა, კონკრეტულად რა ღონისძიებები გაიმართება, წერილში მითითებული არ არის", - აღნიშნა კაკაბაძემ.