"პარლამენტის წინ სააკაშვილის პიარს არ დავუშვებთ" - კვირის პალიტრა

"პარლამენტის წინ სააკაშვილის პიარს არ დავუშვებთ"

მოძრაობა "7 ნოემბრის" ერთ-ერთი ლიდერის, ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, 23 ნოემბერს რუსთაველის პროსპექტზე მიხეილ სააკაშვილის

მისვლის შემთხვევაში ღონისძიების ჩაშლას აპირებს.

ჯიშკარიანის თქმით, თბილისის მერიამ იმ მოტივით, რომ რუსთაველზე 23 ნოემბრისთვის უკვე დაგეგმილი იყო ღონისძიებები, საპროტესტო აქციის სხვა ადგილას ჩატარება ურჩია.

- მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის წინ მისვლა და პიარის გაკეთება აქვს განზრახული, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, - განაცხადა ჯიშკარიანმა.