"ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად მუშაობა უკვე დაიწყო" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად მუშაობა უკვე დაიწყო"

"ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, არჩევნები ჯერ არ დანიშნულა, თუმცა ხელისუფლებამ

უკვე დაიწყო ინოვაციური სქემების შემუშავება თვითმმართველობის არჩევნების გასაყალბებლად.

- "ამჯერად გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება გეგმავს თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების გაყალბებას შემდეგი გზით: რაიონებში მოქმედი "ნაციონალური მოძრაობის" ხელფასიან კოორდინატორებს ევალებათ, შეარჩიონ და თბილისის კოორდინატორთა მეშვეობით დედაქალაქში დაარეგსიტრირონ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები. გათვლა ასეთია - ამ გზით თბილისის თითოეულ საარჩევნო უბანზე, დაახლოებით, 70-დან 100-მდე კაცის რეგისტრირება უნდა მოხდეს, რომლებიც ""ნაციონალური მოძრაობის"" კანდიდატის სასარგებლოდ მისცემენ ხმას", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისში 750-მდე საარჩევნო უბანია, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 75 ათასი არათბილისელი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას თბილისის მერის არჩევნებში.