მერობის კანდიდატთა პრაიმერი თებერვლის ბოლოს იგეგმება - კვირის პალიტრა

მერობის კანდიდატთა პრაიმერი თებერვლის ბოლოს იგეგმება

19 ნოემბერს "კონსერვატორებმა" პრაიმერში დედაქალაქის მერობის კანდიდატად ზვიად ძიძიგური დაასახელეს. პრაიმერში მონაწილეობას

აპირებს "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილიც. პრაიმერში მონაწილეობას მიიღებს კიდევ ერთი ოპოზიციური კანდიდატი ირაკლი ალასანია.

"ალიანსი საქართველოსთვის" "კონსერვატორების" მიერ თბილისის მერობის კანდიდატურის დასახელებას მიესალმება.

მემარჯვენე მამუკა კაციტაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია მზად არის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, დადებითი მოვლენაა.

"რესპუბლიკელ" დავით ბერძენიშვილის თქმით კი, "კონსერვატორთა" გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს ""ალიანსის"" პოლიტიკის დღის წესრიგს.

პრაიმერთან დაკავშირებით, "ალიანსში" განმარტავენ, რომ შიდა არჩევნებში მონაწილეობას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა პრაიმერის ჩატარების პირობებზე ოპოზიციურ სპექტრში შეთანხმება უნდა არსებობდეს.

"კონსერვატორ" კახა კუკავას ინფორმაციით, პრაიმერი თებერვლის ბოლოსთვის იგეგმება.