საფრანგეთი დატყვევებული ბავშვების გათავისუფლებას მოითხოვს - კვირის პალიტრა

საფრანგეთი დატყვევებული ბავშვების გათავისუფლებას მოითხოვს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "უბრალოდ აღშფოთების" საზღვარს გასცდა და ოსი სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების მიერ

დატყვევებული ოთხი ტირძნისელი მოზარდის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

სპეციალური განცხადებით, საფრანგეთის საგარეო უწყება მოუწოდებს ყველა მხარეს, განსაკუთრებით კი რუსეთს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული გავლენის მექანიზმები, რათა დაკავებული ოთხივე მოზარდი გათავისუფლდეს.

საფრანგეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ანგარიში გაეწიოს არასრულწლოვანთა მიმართ საერთაშორისო ნორმების შესაბამისად მათი უფლებების დაცვას და მოუწოდებს მხარეებს, მსგავსი ტიპის ინციდენტები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს მიღებული მექანიზმების ჩარჩოებში მოაგვარონ.