ხელახალ გამოძიებას ითხოვენ - კვირის პალიტრა

ხელახალ გამოძიებას ითხოვენ

"ვარსკლავების აკადემიის" შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულების ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას ახლობლებმა 20 ნოემბერს,

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. დაღუპულების ოჯახის წევრები და მათი მეგობრები მომხდარის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ და გამოტანილ განაჩენს უკანონოდ მიიჩნევენ.

ნიკა გელაშვილის დედის, ნუცა თოფჩიშვილის განმარტებით, კომპანია "არტიქსის" თანამშრომელი დავით გვასალია, რომელიც უშუალოდ უძღვებოდა "ვარსკვლავების აკადემიის" შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და რომელსაც ბრალი მიუძღვის ორი კაცის სიკვდილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 ნოემბერს გამართული პროცესიდან გაათავისუფლა.

ნიკა გელაშვილის ქვრივის, თეა კახიანის განცხადებით, "ორივე დაღუპულის ყველა ახლობელი პროტესტს გამოთქვამს "რუსთავი 2"-ის გულგრილობის გამოც".

მისი თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისგან არანაირი დაინტერესება ამ საქმის გამოძიებისადმი არ იგრძნობა. ისინი "რუსთავი 2"-ისგან ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებას და ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოითხოვენ (ვრცლად იხ. გვ.25).