მაკკეინმა აჰმადინეჟადი მაიმუნს შეადარა - კვირის პალიტრა

მაკკეინმა აჰმადინეჟადი მაიმუნს შეადარა

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტ აჰმადინეჟადის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, იგი მზად არის, გახდეს პირველი ადამიანი, რომელსაც ირანელი მეცნიერები ორბიტაზე გაიყვანენ. "მაშ ასე, აჰმადინეჟადს სურს, პირველი ირანელი იყოს კოსმოსში. კი მაგრამ, იქ გასულ კვირას არ იყო?", - დაწერა მაკკეინმა სოციალურ ქსელში. თავის პოსტს სენატორმა ინფორმაცია დაურთო, რომლის მიხედვითაც, 28 იანვარს ირანელებმა კოსმოსში მაიმუნი გაუშვეს. მაკკეინის განცხადებამ ოფიციალური თეირანის აღშფოთება გამოიწვია.