მანქანები იცნეს - კვირის პალიტრა

მანქანები იცნეს

30-მდე პირი შსს-ს მათთვის გასულ წლებში ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას სთხოვს. ადვოკატების - ირმა ჭკადუასა და ზურაბ ტაბიძის ინფორმაციით, მეპატრონეებმა მანქანები მაშინ იცნეს, როდესაც შსს-მ ისინი გასული წლის დეკემბერში აუქციონზე გაიტანა. ერთ-ერთი დაზარალებულის, გივი თოდაძის, განცხადებით, მისი კუთვნილი ორი ავტომობილი - "რეინჯროვერ სპორტი" და "კრაისლერ 300" საპროცესო გარიგების გაფორმების გარანტიის მიზნით სამინისტროსთვის  საჩუქრად გადააცემინეს. მისი ინფორმაციით,  "რეინჯროვერ სპორტით" კუდ-ის მაღალჩინოსნის, ლევან ქარდავას მეუღლე გადაადგილდებოდა, ხოლო "კრაისლერ 300" შსს-ს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ემსახურებოდა.