მერაბიშვილი კანდიდატი იქნება - კვირის პალიტრა

მერაბიშვილი კანდიდატი იქნება

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ვანო მერაბიშვილი დაასახელოს. ამის შესახებ თავად მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ბედნიერი იქნება, თუ მასზე უკეთესი შეირჩევა. "პირადად ჩვენ, 1-ლი ოქტომბრის არჩევნებიდან, როცა ხალხის უმრავლესობამ ხმა არ მოგვცა, გაკვეთილი გამოვიტანეთ. რაღაც ისეთი ვერ გავაკეთეთ, რაც ხალხს უნდოდა. კარგი იქნება, თუ ეს მთავრობა ჩვენს შეცდომებზე ისწავლის", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.