პრორუსულობა ვერ დავინახე - კვირის პალიტრა

პრორუსულობა ვერ დავინახე

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერ დაინახა ისეთი ქმედება, რომელიც დაარწმუნებდა, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოვიდა. იგი რუსეთთან დიალოგის აღდგენასაც მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ფორმატი უკეთესად მოფიქრებული უნდა ყოფილიყო. "პირდაპირი დიალოგი ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენ ისევ იმ რუსეთზე ვლაპარაკობთ, რომელმაც 15 ათასი კაცი მოკლა მარტო აფხაზეთის ომის დროს. თუკი რამე ვისწავლეთ რუსეთთან ურთიერთობისგან, პირველ რიგში ის, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანასთან საუბარი მკაცრად განსაზღვრული წესებისა და მედიაციის გარეშე. ყოველთვის უნდა იყოს დაუინტერესებელი მხარე, რომელიც იტყვის სიმართლეს, თუ ვინ რა თქვა", - აღნიშნა ვაშაძემ.