მიუღებელია აპელირება "ნაცების" პროვოკაციაზე - კვირის პალიტრა

მიუღებელია აპელირება "ნაცების" პროვოკაციაზე

განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია გაუთავებელი აპელირება "ნაცების" პროვოკაციაზე.

"ვის და მე ნამდვილად არ მჭირდება იმის მტკიცება, თუ რა ცუდი ხელისუფლება იყო "ნაცმოძრაობა" და რა ცუდი საქმეები აკეთეს. ბოლო რვა წელიწადი მათთან ბრძოლის მეტი არაფერი მიკეთებია, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია გაუთავებელი აპელირება "ნაცების" პროვოკაციაზე. იგივე "ნაცმოძრაობა" სხვას კი არაფერს ამბობდა, როცა აგვისტოს ომის გამო საკუთარ პასუხისმგებლობას არ ცნობდა. "აბა, ის კაი იყო, თქვენ რომ გვცემდით" - ტიპის არგუმენტზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ნორმალური ხელისუფლება იმით განსხვავდება დიქტატურისგან, რომ თუნდაც პროვოცირებული ძალადობა არ დაუშვას. თუ გვინდა, წარსულის მემკვიდრეობას გავემიჯნოთ, ასე უნდა მოვიქცეთ, თუ არადა წავალთ კიდევ ერთ წრეზე და აღარ მინდა! მთელი ცხოვრება გავიდა ამ წრებრუნვაში!", - წერს თავის ფეისბუკზე დავით ზურაბიშვილი.