ხელისუფლებას დევნილთა შევიწროებაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

ხელისუფლებას დევნილთა შევიწროებაში ადანაშაულებენ

საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის"” ერთ-ერთი ლიდერის, კახა ძაგანიას განცხადებით, კონფლიქტის ზონებიდან დევნილებს

ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან დაპირისპირების შემდეგ, სიღატაკესთან უწევთ ბრძოლა, თუმცა მათი ბედი ხელისუფლებას სულაც არ ადარდებს და პირიქით, მათ კიდევ უფრო ავიწროებს.

კახა ძაგანიამ მაგალითისთვის ერთი ფაქტი მოიყვანა: სოხუმიდან დევნილი რამდენიმე ოჯახი უკვე 16 წელია, ნუცუბიძეზე, #122-ე ბაგა-ბაღში არის შესახლებული.

დევნილთა თქმით, ბაღში 23 ოჯახი ცხოვრობს. შენობა ავარიულია და ოჯახებს გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები აქვთ, ყველაზე მეტად კი წყლით მომარაგებისა და კანალიზაციის გაუმართაობის პრობლემა აწუხებთ. ოჯახებმა რამდენჯერმე განცხადებით მიმართეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, თუმცა მათ მიმართვას გამოხმაურება არ მოჰყოლია.