ცემა-ტყეპა ბიბლიოთეკასთან
ცემა-ტყეპა ბიბლიოთეკასთან
8 თებერვალს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარმდგარიყო, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სააკაშვილის გამოსვლა გადაიდო. სამაგიეროდ, სააკაშვილმა გადაწყვიტა, მოსახლეობისთვის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიემართა. ბიბლიოთეკასთან დილიდანვე შეიკრიბნენ პოლიტპატიმრები, მათი ოჯახის წევრები, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებისას დაზარალებულები. ისინი პრეზიდენტის გამოსვლაზე 10-კაციანი ჯგუფის დაშვებას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს შენობაში არ შეუშვებდნენ. ამ თხოვნაზე უარი მიიღეს, რის შემდეგაც ბიბლიოთეკაში შესვლა სცადეს, რაც პოლიციამ აღკვეთა. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც ბიბლიოთეკაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
შესვლა "ნაციონალების" ლიდერებმა სცადეს, კერძოდ, ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა გაემართა ხალხისკენ.

აქციის მონაწილეებმა მას ბოთლები და ქაღალდები ესროლეს. შემდეგ კი იქ გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვა "ნაციონალები" მივიდნენ. გიგი უგულავა გაიძახოდა: "ჰა, მოაწყვეთ შოუ ახლა". მას ბოთლები და კვერცხები ესროლეს, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ადგილზე შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. მისი განცხადებით, "ნაციონალებს" ბიბლიოთეკაში შესვლა ორი ალტერნატიული დერეფნით შეეძლოთ, თუმცა მათ  ხალხის გავლით მოინდომეს იქ შეღწევა. ღარიბაშვილმა პროვოკაციაში გიგი უგულავას დასდო
ბრალი. საბოლოოდ, ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის მისვლა ჩაიშალა და მან საზოგადოებას თავისი რეზიდენციიდან მიმართა. ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ დააკავა მელორ ვაჩნაძე, მიშა მესხი, რომლებსაც სასამართლომ 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გელა მამალაძე თაქთაქიშვილისთვის და რამდენიმე ნაციონალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაშია ბრალდებული (ვრცლად იხ. გვ. 5, 6, 7, სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.