100 დღე - კვირის პალიტრა

100 დღე

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც მთავრობის მიერ 100 დღის განმავლობაში გაწეულ მუშაობაზე ისაუბრა. მან მთავრობის მიღწევებზეც, გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ თებერვალში გაზის ტარიფი 10%-ით შემცირდება. მისივე თქმით, იმედი იზრდება, რომ მოხერხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებაც. პრემიერი გამოეხმაურა მერაბიშვილის ბრალდებებსაც, რომლის მიხედვით, ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისია. მისი თქმით, ბიუჯეტი სრულდება გადაჭარბებით, თუმცა გარკვეული პრობლემებია იმ კომპანიებში, რომლებსაც ძველი ხელისუფლება პირობებს კარნახობდა. მან კოალიციის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი საპრეზიდენტო ინსტიტუტის პირობებში პრეზიდენტობის ეტალონ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძე ესახება. ივანიშვილის აზრით, უახლოეს ათწლეულებში "ნაციონალური მოძრაობის" სახელიც კი ალერგიას გამოიწვევს,  სააკაშვილი, მერაბიშვილი და  უგულავა მათ მიმართ გაჩენილი კითხვების გამო პანიკაში არიან (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).