"უფალი ყველაფერს ხედავს" - კვირის პალიტრა

"უფალი ყველაფერს ხედავს"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა, რომ უფალი ყველაფერს ხედავს და ადამიანებმა სიკეთის კეთება უნდა იჩქარონ. "უნდა ვაკეთოთ სიკეთე და ისეთი საქმე, რომელიც საჭიროა არა მარტო ჩვენთვის, არამედ ერისთვის. ხშირია, როდესაც ადამიანს ერი ავიწყდება, ფიქრობს მხოლოდ საკუთარ სკამსა და თანამდებობაზე, საკუთარ კეთილდღეობას უფრო მაღლა აყენებს და ანაცვალებს მას ერის კეთილდღეობას. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ დაკვირვებული", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა უფალს შესთხოვა, მიანიჭოს ერს "განცდა ცოდვათა თვისთა და გული გონიერი", რათა შეძლოს გარჩევა, სად არის კეთილი და სად - ბოროტი. უწმინდესმა მრევლს აცნობა, რომ საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებით, 2013 წელი თამარ მეფის წლად ცხადდება. პატრიარქმა ბრძანა, რომ 2013 წელი საიუბილეოა, რადგან მეცნიერები ფიქრობენ, რომ წელს თამარ მეფის გარდაცვალებიდან 800 წელი სრულდება (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).