ტელეკომპანია "იმედის" წინ აქცია გაიმართა - კვირის პალიტრა

ტელეკომპანია "იმედის" წინ აქცია გაიმართა

მოძრაობა "შემოგვიერთდი" და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანობის ინსტიტუტი" ტელეკომპანია "იმედს" რელიგიური შუღლის

გაღვივებაში ადანაშაულებენ.

როგორც "ტელეიმედთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე "სამართლიანობის ინსტიტუტის" წარმომადგენელმა, შოთა აფხაიძემ განაცხადა, ამ ბოლო დროს ცალკეული პირების თუ ორგანიზაციების მიერ მართლმადიდებლური ეკლესიის, სასულიერო პირებისადმი გამოთქმულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა და ტელესიუჟეტებმა მასშტაბური სახე მიიღო.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აცნობიერებენ რა შექმნილ საფრთხეს, მოუწოდებენ ყველას, დაგმონ მსგავსი ფაქტები და ხელი შეუშალონ რელიგიური კუთხით დევნას.