რამიშვილი "იმედში" რჩება - კვირის პალიტრა

რამიშვილი "იმედში" რჩება

შალვა რამიშვილის განცხადებით, სიცრუეა, რომ მან თითქოს დატოვა ტელეკომპანია "იმედი" და სხვაგან გადავიდა.

მისივე თქმით, იგი "იმედზე" გადაცემას "სიმართლის დრო" აღარ წაიყვანს, ანიმაციური ფილმი "სამსონაძეების ოჯახი" კი კვლავ გავა "იმედის" ეთერში და მას ისევ რამიშვილი უხელმძღვანელებს.

კითხვაზე, დარჩება თუ არა გადაცემა "სიმართლის დრო" "იმედზე" ან ვინ იქნება მისი წამყვანი, შალვა რამიშვილმა აღნიშნა, რომ ეს შეკითხვა "თი-ბი-სი TV"-ისა და "იმედის" ხელმძღვანელობას ეკუთვნის, თავად კი ამ ინფორმაციას არ ფლობს.

გადაცემის პროდიუსერის, ნოე სულაბერიძის განცხადებით, გადაცემის წამყვანის კანდიდატურა ჯერ შერჩეული არ არის და ორ დღეში გაირკვევა. 24 ნოემბერს კი ჩვეულებრივ გავა ჩანაწერი, სადაც "სიმართლის დროს" წამყვანი შალვა რამიშვილი იქნება. სავარაუდოდ, რამიშვილი "სიმართლის დროს" მის მიერ ეთერში დასმული სკანდალური კითხვის გამო ჩამოაცილეს.