ვერცხლის მონეტა ილორის წმინდა გიორგის ტაძარს მიეძღვნა - კვირის პალიტრა

ვერცხლის მონეტა ილორის წმინდა გიორგის ტაძარს მიეძღვნა

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისადმი

მიძღვნილი ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მელაშვილის განმარტებით, მონეტა 10 ლარის ნომინალის არის და საკოლექციო დანიშნულებისაა.

მონეტის დიზაინის ავტორები არიან მამუკა გოგნაძე და თემურ აფხაძე. მონეტის ავერსზე, რომელიც თემურ აფხაძემ შეიმუშავა, გამოსახულია იტალიელი ბერის, ქრისტოფორო დონ კასტელის მიერ მე-17 საუკუნეში შექმნილი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ჩანახატები,  სოფელი ილორი და მხედრები. კომპოზიციის ფონი კავკასიონის ქედია. მარჯვენა ქვედა კუთხეში კი დატანილია წარწერა "საქართველო" და გამოშვების თარიღი -2009.