ალიევი ომით იმუქრება - კვირის პალიტრა

ალიევი ომით იმუქრება

მიუნხენში სომეხ კოლეგასთან შეხვედრის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ მიუნხენის შეხვედრის დროს

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რეგიონში შესაძლოა, ომი განახლდეს.

თუ ეს შეხვედრა უშედეგო იქნება, ჩვენი იმედები მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით ამოიწურება და ამ შემთხვევაში სხვა გზა აღარ დაგვრჩება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, აზერბაიჯანის მიწა ომის გზით დავიბრუნოთ, - განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანმა ბოლო წლებში მილიარდები დახარჯა შეიარაღების მოდერნიზაციისთვის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მთიანი ყარაბაღის საკითხზე წინა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.