მეტეორი ჩამოვარდა - კვირის პალიტრა

მეტეორი ჩამოვარდა

რუსეთში, ურალში მეტეორი ჩამოვარდა და ქალაქი ჩელიაბინსკი ძალზე დააზარალა, - აქ 1200-ზე მეტი კაცი დაშავდა. თვითმხილველების ცნობით, ცაში ჯერ გაურკვეველი ობიექტი გამოჩნდა, რომელსაც ნათება და გრუხუნი მოჰყვა. ქალაქში თითქმის ყველა შუშა ჩაიმტვრა, იყო ნგრევაც. დაზარალდა 3,5 ათასი სახლი, 370-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. ნასას ცნობით, ატმოსფეროში შემოსვლისას მეტეორის აფეთქების სიმძლავრე 20-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების ძალას. მეცნიერებმა ამ მოვლენის შესწავლა დაიწყეს.