კალმახელიძის წერილი - კვირის პალიტრა

კალმახელიძის წერილი

სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ პატიმართა წამების შესახებ არაფერი იცოდა. "ეს არის პირადად ჩემი უდიდესი ტრაგედია. მე მსგავსი რამ ვერ წარმომედგინა, არასოდეს დამიშვია, ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დამსიზმრებია. მეტიც, ბევრი მიზეზი მქონდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ პენიტენციარულ სისტემაში წამებას ადგილი არ ჰქონდა... მე უზომოდ ვწუხვარ და ეს გრძნობა არასოდეს შემიმსუბუქდება. ჩემთვის ეს კადრები ვინმეს რომ ეჩვენებინა თავის დროზე, გარწმუნებთ, განგაშს ავტეხდი და ვინ იცის, რამდენ ადამიანს ავარიდებდით მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მზადდებოდა და ინახებოდა ეს კადრები", - წერს კალმახელიძე და დასძენს, რომ ნანობს, უფრო პრინციპულად რომ არ მოითხოვა მეტი ძალაუფლება და ბერკეტი, რაც შეცდომა იყო.