"ნაციონალები" ნეპოტიზმზე საუბრობენ - კვირის პალიტრა

"ნაციონალები" ნეპოტიზმზე საუბრობენ

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი ნეპოტიზმის ახალ ფაქტებს ახმაურებს: "ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე ბეისბოლის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა,  სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. ოლიმპიურ კომიტეტში ხაბელოვის მოადგილედ შოთა ხაბარელის შვილი - მამუკა ხაბარელი დაინიშნა; სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა უკვე მოახდინა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ების რეორგანიზაცია, გათავისუფლებული თანამშრომლების ადგილი "ქართული ოცნების" აქტივისტებმა დაიკავეს. მაგალითად,  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად "ქართული ოცნების" ყოფილი მაჟორიტარი, ამჟამად ჩეხეთში ელჩობის კანდიდატის, ზაალ გოგსაძის მეუღლე, ქეთევან ფეიქრიშვილი დაინიშნა. კიდევ ერთ სსიპ-ში კი ყიფიანის მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილმა თავისი შვილი დანიშნა საინფორმაციო ტექნოლოგიური დეპარტამენტის დირექტორად; ენერგეტიკის მინისტრის ცოლისძმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თავის სამინისტროში სამსახურის უფროსის მოადგილედ აიყვანა".