გიორგობიანმა გვარები დაასახელა - კვირის პალიტრა

გიორგობიანმა გვარები დაასახელა

სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა. მან პრესკონფერენციაზე ის პირები დაასახელა, რომლებიც მას ავიწროებდნენ, კერძოდ, დათა ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი და გივი თარგამაძე. მისივე თქმით, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის თანხმობით ხდებოდა, მას დევნიდნენ კუდ-ი და კონტროლის პალატა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა კი გივი თარგამაძის უშუალო მითითებით გამოცხადდა, რამაც "გერმანიაში ცხოვრება ძალიან გაურთულა". როგორც გიორგობიანი ამბობს, ის "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).