უგულავა დაჰკითხეს - კვირის პალიტრა

უგულავა დაჰკითხეს

თბილისის მერი გიგი უგულავა 8 თებერვლის მოვლენების გამო შსს-მ დაჰკითხა. თავდაპირველად თბილისის მერმა სამინისტროში მისვლაზე უარი განაცხადა და მიზეზად ის მოიყვანა, რომ შს  მინისტრი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. "მან წინასწარ გამოგვაცხადა პროვოკატორებად, წინასწარ შეთხზა ვერსია და შეეცადა თავისი დანაშაულებრივი უსუსურობა დაემალა", - განაცხადა უგულავამ, რომელიც 8 თებერვლის მოვლენების საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას ითხოვდა, შსს-მ კი სასამართლოს მიმართა, რათა გაეცა ბრძანება გამოძიებისთვის უგულავას იძულებით წარდგენის შესახებ. სასამართლომ თხოვნა დააკმაყოფილა და მერს დაკითხვაზე მისვლამ მოუწია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).