დაინიშნა შუალედური არჩევნები - კვირის პალიტრა

დაინიშნა შუალედური არჩევნები

ცესკოს გადაწყვეტილებით პარლამენტის შუალედური არჩევნები 27 აპრილისთვის  დაინიშნა. 27 აპრილს არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში შედგება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო ამ ოლქებში მაჟორიტარის უფლებამოსილება  შეუჩერდათ თეა წულუკიანს, კახი კალაძესა და არჩილ კბილაშვილს.