ივანიშვილის ვიზიტი - კვირის პალიტრა

ივანიშვილის ვიზიტი

პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა, სადაც თურქ კოლეგას რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა აღნიშნა, იშხნისა და ოშკის აღდგენას ქართველი ექსპერტები დააკვირდებიან. მისივე თქმით, ქართული მხარე თურქეთს დაჰპირდა, რომ საქართველოში არსებული თურქული ძეგლების აღწერას და მათ მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს. "ვისაუბრეთ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ვისაუბრეთ მეჩეთის აშენების პრობლემებზეც, რომელიც, მგონი, წარმატებით გადავწყვიტეთ და შევთანხმდით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. შეთანხმების მიხედვით, ბათუმში მეჩეთი აშენდება, ოღონდ აზიზიეს მეჩეთის აღდგენაზე ქართული მხარე ჯერ თავს იკავებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).