ხაზები არ უნდა გადავკვეთოთ - კვირის პალიტრა

ხაზები არ უნდა გადავკვეთოთ

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთგაგების აუცილებლობაზე ისაუბრა. "უნდა არსებობდეს ურთიერთგაგება და არის ისეთი ხაზები, რომლებიც ჯობს არ გადავკვეთოთ. ასეთ შემთხვევაში, უკვე დადგება ქვეყნის სანდოობის საკითხი", - განაცხადა შტეფან ფულემ. მისივე თქმით, პოლიტიკოსებს შორის შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ამ ყველაფერმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს და მიმართულებას საფრთხე არ უნდა შეუქმნას (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).