ცვლილებები შესაძლოა ვადამდე ამოქმედდეს - კვირის პალიტრა

ცვლილებები შესაძლოა ვადამდე ამოქმედდეს

"ნაციონალების" ინიციატივით, შესაძლოა, ვადამდე ამოქმედდეს საკონსტიტუციო ცვლილებების დიდი ნაწილი, რომელთა ამოქმედებაც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იგეგმებოდა. ეს მოდელი შერეულ მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებს. "ნაციონალების" ლიდერების განცხადებით, ეს ქვეყანაში მდგომარეობას განმუხტავს. ეს იდეა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მოიწონა. ამასთან, გასულ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა და უსუფაშვილმა კონსენსუსის აუცილებლობაზე ისაუბრეს. თუმცა პრეზიდენტის თქმით, ის მივა მხოლოდ იმ პარლამენტში, რომელიც ქუთაისშია. "რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს მოსმენას ნოემბერში ან დეკემბერში, როცა აღარ იქნებით პრეზიდენტი და როცა პარლამენტი შეიძლება სხვაგან იყოს. პარლამენტის შენობა იმდენად მიანგრ-მოანგრიეთ, რომ მის ჭკუაზე მოყვანას 6 თვე მაინც სჭირდება", - უპასუხა უსუფაშვილმა. ერთობლივი პრესკონფერენცია რამდენჯერმე დებატებშიც გადაიზარდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).