ჰოკმარკის განცხადება - კვირის პალიტრა

ჰოკმარკის განცხადება

ევროპარლამენტის "ევროპის ხალხთა პარტიის" ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე გუნარ ჰოკმარკმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო საყოველთაო პოლიტიკური შევიწროების კამპანია პრეზიდენტ სააკაშვილის, მისი პარტიისა და მომხრეების წინააღმდეგ. "პრეზიდენტ სააკაშვილისთვის პარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის აკრძალვა და მისთვის სასახლეში დარჩენის ბრძანება, ისევე, როგორც ოპოზიციის წევრებზე ძალადობა, მკაცრად უნდა დავგმოთ. შევძრწუნდი, როცა შევიტყვე, რომ ჩემი კოლეგა, ევროპული კომიტეტის ყოფილი თანათავმჯდომარე პოლიტიკურ, ადამიანთა უფლებების დაცვისა და დემოკრატიის საკითხებში ჩიორა თაქთაქიშვილი "ქართული ოცნების" აქტივისტის ძალადობის მსხვერპლი გახდა. პოლიცია უძლურია დაიცვას კანონმდებლები პოლიტიკურად მოტივირებული ბრბოს შეტევისგან", - აცხადებს ჰოკმარკი. ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა უპასუხა: "ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვალერი გელაშვილის საქმე 8 წელი გამოუძიებელი იყოს. ევროპელებსაც და აზიელებსაც მივმართავ, რომ სტანდარტები ერთნაირი იყოს".