ბოროტება სიყვარულით იკურნება - კვირის პალიტრა

ბოროტება სიყვარულით იკურნება

"ინციდენტი, რომელიც ამ დღეებში პრეზიდენტის გამოსვლის წინ მოხდა, მეტად სამწუხაროა, - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქადაგებისას, -- ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბოროტება მხოლოდ სიყვარულით  იკურნება, ადამიანის ცხოვრება კი გამოცდაა - სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული.  როგორც ბასილი დიდი ამბობს, ბოროტება ვერ იკურნება ბოროტებით. ბოროტება იკურნება სიყვარულით. ქართველ ადამიანსაც რამდენი რამ უთქვამს ამაზე - "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია". ქართველი ადამიანი არასოდეს ტოვებს ნანგრევებს. აშენებს ახალ შენობას, ახალ იდეებს, სიახლეს, სიკეთეს. ამიტომ არ შეგეშინდეთ ამ მოვლენებისა. ეს ყველაფერი გაივლის და საქართველო აუცილებლად გავა სამშვიდობოს. ეს იმიტომ ხდება, რომ ეშმაკს შურს ჩვენი", - ბრძანა პატრიარქმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).