რაფალიანცის საქმე გაიხსნება - კვირის პალიტრა

რაფალიანცის საქმე გაიხსნება

შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება. როგორც ჩვილის დეიდა და ბებია ირწმუნებიან, არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი პიროვნება ბავშვის მკვლელობას აღიარებს და შემკვეთსაც ასახელებს. მათი მტკიცებით, ვიდეოჩანაწერი შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი. თუმცა ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მან ვიდეოჩანაწერის შესახებ არაფერი იცის.