თარგამაძეს პატიმრობა შეუფარდეს - კვირის პალიტრა

თარგამაძეს პატიმრობა შეუფარდეს

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძეს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს აღნიშნული შუამდგომლობით გამოძიებამ მიმართა. გივი თარგამაძე ბრალდებულია რუსეთში მასობრივი არეულობების მომზადებაში. ამასთანავე, მოსკოვის პოლიციამ საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძეზე ფედერალური ძებნა ოფიციალურად გამოაცხადა. თარგამაძე აცხადებს, რომ რუსეთის სასამართლოს ვერც ერთი გადაწყვეტილება მის გადაადგილებას ვერ დააბრკოლებს.