"აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ღია ჭრილობაა" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ღია ჭრილობაა"

"ჩვენი დიდი სურვილია, საქართველო გახდეს ევროპული სტრუქტურების ნაწილი, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს გაეროსთან, ევროპის სტრუქტურებთან. ჩვენ იმედით ვუყურებთ თქვენს ვიზიტს და ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ განვითარებას. ჩვენთვის ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რომ არ არის აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზეთი და ცხინვალი– არის ღია ჭრილობა საქართველოსი. იმედი გვაქვს, რომ წართმეული ტერიტორიები კვლავ დაბრუნდება. როგორც აფხაზეთი, ასევე ცხინვალის რეგიონი არის ძირძველი ტერიტორიები საქართველოსი", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორ ჰელენ კლარკთან შეხვედრისას (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).