"პალიტრა TV"-მ თბილისში საკაბელო მაუწყებლობა გააფართოვა - კვირის პალიტრა

"პალიტრა TV"-მ თბილისში საკაბელო მაუწყებლობა გააფართოვა

"პალიტრაTV"-მ თბილისში საკაბელო მაუწყებლობა გააფართოვა. ტელევიზიის გადაცემების ნახვა დღეიდან საკაბელო ოპერატორების "სტუდია თვ"-ს და "დიდგორი-2"-ის აბონენტებსაც შეეძლებათ.

როგორც "პალიტრა TV"-ს დირექტორმა, ზაზა ქანთარიამ აღნიშნა, ტელევიზია უკვე მაუწყებლობს საკაბელო ოპერატორების "გლობალ ტვ"-სა და "ა+ბ"-ს მეშვეობით. ამავდროულად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ოპერატორთან, რომლებიც უახლოეს მომავალში "პალიტრა TV"-ს თავის ქსელში ჩართავენ.

დღის განმავლობაში "პალიტრა TV"-ს ეთერი მრავალფეროვან გადაცემებს ეთმობა. ეთერში გადის საინფორმაციო გამოშვებები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუები და შემეცნებით-გასართობი პროექტები.

გაზაფხულზე იგეგმება ქართულ ენაზე გახმოვანებული მაღალრეიტინგული თურქული სერიალის "ეზელის" ჩვენება.