ვარძელაშვილი დააკავეს - კვირის პალიტრა

ვარძელაშვილი დააკავეს

შსს-მ სპორტის ყოფილი მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, დააკავა თავად ყოფილი მინისტრი, ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილი. გამოძიების ინფორმაციით, 22 თებერვალს ვარძელაშვილს სტუმრები ჰყავდა. მან საკუთარი იარაღის კოლექციის  დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა და ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად„ტეტე"-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა. ამ დროს ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია დევი სირაძეს მოხვდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. იარაღი რეგისტრირებული იყო ლადო ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, მაგრამ ვარძელაშვილის სეიფში ინახებოდა (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).