მონიტორინგი დაიწყო - კვირის პალიტრა

მონიტორინგი დაიწყო

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესის მონიტორინგი დაიწყო. "სასამართლო პროცესის მონიტორინგი ძლიერი მექანიზმია სასამართლო სისტემის რეფორმის მხარდაჭერისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების საშინაო და საერთაშორისო გარანტიების უზრუნველყოფისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ჩვენი მონიტორინგის საქმიანობა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციას ხელს შეუწყობს", - განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა იანეშ ლენარჩიჩმა.