გუბერნატორების ინსტიტუტი გაუქმდება - კვირის პალიტრა

გუბერნატორების ინსტიტუტი გაუქმდება

ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას ცნობით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  შემდეგ გუბერნატორების ინსტიტუტის გაუქმება იგეგმება. მისი თქმით, შეიქმნება სამხარეო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულები და წარმომადგენლობითი ორგანო. ყYოველ მხარეს ეყოლება აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის ხელმძღვანელიც იქნება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ პოსტზე სამხარეო საბჭო სამ კანდიდატურას დაასახელებს და შემდეგ მთავრობას წარუდგენს, ხოლო მთავრობა აქედან ერთ-ერთს დაამტკიცებს.