ხაჩირაშვილი წავიდა - კვირის პალიტრა

ხაჩირაშვილი წავიდა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა თანამდებობა დატოვა. მან ამ გადაწყვეტილების მიზეზად ჯერ "ნაციონალებთან" აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ფრაქციის თავმჯდომარეობა პირადი მოტივებით დატოვა. ამასთან, ხაჩირაშვილი "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს. ის ჯერ დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება, თუმცა, შესაძლოა, სამომავლოდ ახალი ფრაქცია შექმნას.